logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: მოდუნდი და შორიდან ადევნე თვალი იმ პროცესებს, რაზეც შენ და შენი „ბრელოკი“ ქმარი ვეღარასდროს მოიპოვებთ გავლენას
- +

1 მაისი. 2023. 17:40

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 30 აპრილს გამართულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თბილისი იყო ერთი დიდი ვაგზლის მოედანი“.

 

ქადაგიძის თქმით, ჩერგოლეიშვილი ზუსტად მსგავსი მეთოდებით ცდილობდა დაემცირებინა სხვა ადამიანები 2004-2012 წლებში. მისივე განცხადებით, სწორედ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების დამსახურებით ჩამოშორდა ძალაუფლებას თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლესთან, გიგა ბოკერიასთან ერთად.

 

„აი, ეს „ძონძის კუკლა“ რა ნაგავიც იყო 2004-2012-ში, ისევ ის დარჩა. ზუსტად ასე ცდილობდნენ დაემცირებინათ, ექილიკათ ადამიანებზე და საკუთარი „განსაკუთრებულობა“ დაემტკიცებინათ ამას და ამის „ბრელოკ“ ბოკერიას...

 

თუ გაინტერესებს, გუშინ ვაგზლის მოედანი, ნავთლუღი, ლილო, დეზერტირების ბაზარი და ახმეტელის თეატრიც იქ იყო, გულწრფელად, ღირსეულად და ქართულად... აი იმ ქართულად, შენ და შენ „ბრელოკ“ ქმარს რომ გძულთ და მთელი ცხოვრება ებრძვით!

 

ჰო, კიდევ ერთი: მაგ სადგურის მოედანმა აგიგოთ ანდერძი 2012 წელს და თქვენი უსამშობლო პოლიტიკური ჯიში, კეთროვანი გახადა სახელისუფლებო ძალაუფლებისათვის. ასე რომ, მოდუნდი და შორიდან ადევნე თვალი იმ პროცესებს, რაზეც შენ და შენი „ბრელოკი“ ქმარი ვეღარასდროს მოიპოვებთ გავლენას!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner