logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მძიმედ დაშავდა პოლიციელი, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს - ეს ძალადობა უპირობოდ უნდა დაიგმოს
- +

2 მაისი. 2023. 00:38

პარიზში, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქცია აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს.

ინციდენტს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი გამოეხმაურა.

„თუ დემონსტრანტთა დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, პაციფისტი იყო, განსაკუთრებით პარიზში, ლიონსა და ნანტში, პოლიცია აწყდება უკიდურესად მოძალადე ავაზაკებს, რომლებიც ერთი მიზნის მისაღწევად მოვიდნენ: პოლიციელების მოკვლა და სხვების საკუთრებაზე თავდასხმა. ამ დროისთვის 60-ზე მეტი დაკავებულია. მძიმედ დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაიწვა. ეს ძალადობა უპირობოდ უნდა დაიგმოს“, - აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner