logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: უნგრელებმა უკვე გადაიხადეს უკიდურესად მაღალი ფასი უკრაინაში ომის გამო
- +

2 მაისი. 2023. 01:41

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრელებმა უკვე გადაიხადეს უკიდურესად მაღალი ფასი უკრაინაში ომის გამო.

სიიარტოს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ზელენსკიმ ჟურნალისტებს გასულ კვირას განუცხადა, რომ უნგრეთის ქცევა ომის მიმდინარეობისას შეუსაბამო იყო.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უნგრელები მუდმივ დახმარებას უწევენ უკრაინას და ზრუნავენ მილიონზე მეტ ლტოლვილზე უკრაინიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner