აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარში ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გაუზიარა [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] მისი რწმენა, რომ მშვიდობა შესაძლებელია. მან ასევე გამოხატა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების ძალისხმევას და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.