logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლები სჩადიან დანაშაულს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ხელს უწყობენ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი აღქმების გაჩენას
- +

1 მაისი. 2023. 20:36

"სანქციების დაწესების დღიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გვესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ბრალდებები, თითქოს საქართველო არის შავი ხვრელი, ან შეიძლება იყოს შავი ხვრელი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს არის ის დანაშაული, რასაც ისინი სჩადიან საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ხელს უწყობენ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი აღქმების გაჩენას“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: „ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner