"სანქციების დაწესების დღიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გვესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ბრალდებები, თითქოს საქართველო არის შავი ხვრელი, ან შეიძლება იყოს შავი ხვრელი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს არის ის დანაშაული, რასაც ისინი სჩადიან საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ხელს უწყობენ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი აღქმების გაჩენას“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: „ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს“.