logo_geo
eng_logo
ისანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:44


 

ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალურ ავტობუს16  მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.


დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს  უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა" და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276- მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტი მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლატაციის წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner