logo_geo
eng_logo
შეხვედრა ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან
- +

2 მაისი. 2023. 10:40

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეს მარტიშ ციმერმანს შეხვდნენ.

 

ლატვიის მხარის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოში  ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების ხელშეწყობისთვის ტარდება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც აღინიშნა, ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი ჩართულია ევროკავშირის ინიციატივებსა და პროექტებში. ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის მხრიდან ამ მიმართულებით საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner