გივი მიქანაძე: 12 პუნქტის განხორციელება დასკვნით ეტაპზეა - საბოლოო ჯამში დამოკიდებული ვართ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 27-მა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს
-
+
2 მაისი. 2023. 11:35
„12 პუნქტის განხორციელება დასკვნით ეტაპზეა. საზოგადოება, ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირებულია იმ წინსვლაზე, რომელიც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„საბოლოო ჯამში დამოკიდებული ვართ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 27-მა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ის შეცდომა, რაც შარშან ევროკავშირმა დაუშვა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არ მოგვეც ჩვენ კანდიდატის სტატუსი, წელს გამოსწორდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.