logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ვეღარ აკონტროლებს სასამართლოებს
- +

2 სექტემბერი. 2016. 12:24



ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ბიძინა ივანიშვილის შეფასებას ეხმიანება, სადაც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ  საერთო სასამართლოები „ნაციონალური მოძრაობის" უხეში მმართველობისგან და პროცესებში ჩარევისგან გათავისუფლდნენ.

 

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღეს ვეღარ აკონტროლებს სასამართლოებს,  ძალიან კარგია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიცვალა ბევრი მოსამართლე, ეს ფაქტი სახეზეა და ამასთანავე შეიცვალა გარკვეული სტანდარტი.

 

ვერ ვიტყოდი, რომ ისეთივე კონტროლი, ისეთივე ჩარევა არის „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" დროს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner