logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში
- +

2 მაისი. 2023. 13:16

 

 

„29 აპრილს ჩატარდა შუალედური არჩევნები. მე მინდა მივულოცო ჩვენს თანაგუნდელებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უკვე ახალი ტექნოლოგით, ელექტრონული დათვლის სისტემით ჩატარდა ეს არჩევნები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც უფრო მაღალი აქტივობით და უფრო მაღალი მხარდაჭერით დაგვიდასტურეს ეს მანდატი და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში. მხარს უჭერს ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელზეც ვმუშაობთ“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ 29 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე.

 

„12 ქვეყნიდან საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს და მათ დადებითად შეაფასეს ის სიახლეები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. აქაც ხელისუფლებამ შეასრულა პირობა და წარმატებით დანერგა მნიშვნელოვანი სიახლე, ელექტრონული დათვლის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის პირველი ფაზა უკვე არის წარმატებული და ეს აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.

 

ამ შუალედურმა არჩევნებმა გადაამოწმა ის კვლევებიც, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა სპეკულაციის საგანი. ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში აქვს ყველა ოპოზიციურ პარტიას.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ უპასუხისმგებლო ქცევას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner