logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: წარღვნასა და სიცხესაც ბიძინა ივანიშვილს ნუ აბრალებთ!
- +

2 სექტემბერი. 2016. 12:25



აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რეპორტიორთან" საუბარში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერში დაბრუნებას ეხმაურება. ჯაველიძის თქმით, ივანიშვილმა რადგან ასე გადაწყვიტა, ალბათ ასე იყო საჭირო.


 

„რადგან ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ტელეეთერში დაბრუნება, ალბათ, ასე ჩათვალა საჭიროდ. მისი გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე ძალიან დიდია.

 

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვცემ უდიდეს პატივს, იმიტომ, რომ მან იხსნა საქართველო იმ ჭირისაგან, რასაც სააკაშვილი ჰქვია, დანარჩენი ახლა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული და როცა სიცხეებია ან წარღვნა მოდის, ძალიან გთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს ნუ აბრალებთ", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტით, „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" 1 სექტემბერს ტელეეთერს დაუბრუნდა და აქტიურად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner