ავტორი მარიამ პაიჭაძე
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „რეპორტიორთან" საუბარში საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერში დაბრუნებას ეხმიანება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა გამოხატავს თავის აზრს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
„წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა ადამიანი ცდილობს, თავისი აზრი გამოხატოს. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე. ალბათ აქედან გამომდინარეობდა მისი გადაწყვეტილება, რომ „GDS"-ის ეთერის საშუალებით საქართველოს მოსახლეობას საკუთარი აზრი გაუზიაროს", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.