logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე
- +

2 სექტემბერი. 2016. 12:26



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „რეპორტიორთან" საუბარში საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერში დაბრუნებას ეხმიანება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა გამოხატავს თავის აზრს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული.



„წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა ადამიანი ცდილობს, თავისი აზრი გამოხატოს. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე. ალბათ აქედან გამომდინარეობდა მისი გადაწყვეტილება, რომ „GDS"-ის ეთერის საშუალებით საქართველოს მოსახლეობას საკუთარი აზრი გაუზიაროს", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner