logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: დღეს ვიკრიბებით ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად, ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა
- +

2 მაისი. 2023. 18:07

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ზურაბ და იური ვაზაგაშვილებისთვის პატივის მისაგებად შეკრებას აანონსებს.

 

როგორც კაკაბაძე წერს, დღეს, 19:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან - კორტებთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლ მამა-შვილს გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

„დღეს 7 საათზე, ვიკრიბებით კორტებთან. ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად და პატივის მისაგებად. ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა,“ - წერს ნანა კაკაბაძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner