უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, საქართველოს ციხეებში არსებული დღევანდელი ვითარების 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარება არასწორია და წარმოუდგენელია, ვინაიდან მისი თქმით, დღეს ყველა აღიარებს იმას, რომ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა აღმოფხვრილია.
„დღევანდელ ციხეებში რომ 2012 წლამდე არსებული ვითარება არ არის, ეს ფაქტია. არავინ არ დავობს იმაზე, რომ პირობები გაცილებით უკეთესია და პატიმრებს ისე აღარ ეპყრობიან, როგორც 2012 წლამდე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი ვერ დავობენ, რადგან არ არის ფაქტები, რომ პიროვნება ნაწამები ან ღირსებაშელახული იყოს. ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არის", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „არჩევნები 2016" სტუმრობისას.
შესაბამისად, უფლებადამცველის თქმით, საუბარი იმაზე, რომ პატიმარი არასათანადო პირობების გამო გაიქცა, რეალობას არ შეესაბამება.