logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი უსუფაშვილს: ბატონო დავით, თუ თქვენს მანდატსა და ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით სად უნდა იდგეთ
- +

2 მაისი. 2023. 19:18

"თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ," - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა.

პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

„ბატონო დავით, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ თქვენს მანდატს თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და თქვენს ქვეყანას თუ მიუდგებით უფრო სერიოზულად და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner