logo_geo
eng_logo
გრეტა წიწავა: მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალობა და ელექტრონული ტექნოლოგია - ეს არის საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების მოკლე შეფასება
- +

2 მაისი. 2023. 19:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება რომლის თანახმადაც, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს და გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები.

წიწავას შეფასებით, ეს ყველაფერი მაღალ სტანდარტზე და გამჭვირვალობაზე მიუთითებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს. გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები. ამომრჩევლის 91 % ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა. მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალობა და ელექტრონული ტექნოლოგია- ეს არის საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების მოკლე შეფასება!”, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner