„კახა კახიშვილის უწყებაში მისვლის შემდგომ სასჯელაღსრულების სისტემაში უამრავი რეფორმა გატარდა და დღეს საუბარი, რომ ციხეებში აუტანელი პირობებია, გადამეტებულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გადაცემაში „არჩევნები 2016" სტუმრობის დროს.
მჟავანაძე, ასევე, შეეხო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებულის ოთარ ვარამაშვილის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველოში ოთხი ათასამდე ადვოკატი მუშაობს, ისინი შეუფერხებლად შედიან და ხვდებიან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა დაწესებულებებში და არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის თუნდაც ერთი შემთხვევა.
„საქართველოში 4 ათასზე მეტი ადვოკატია, ყველა მათგანი შედის ციხეში, ხვდებიან თავისი დაცვის ქვეშ მყოფებს და არავინ არ აფიქსირებს ამდაგვარ შემთხვევებს. „ნაციონალური მოძრაობაც" კი, რომლებიც არაფრისგან პრობლემას ქმნიან, დღეს ისინიც კი არ საუბრობენ, რომ ციხეებში აუტანელი სიტუაციაა, რადგან ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ადვოკატის განცხადება გადაჭარბებულია. რაც შეეხება პატიმრის გაქცევას, ამისგან ევროპის ქვეყნებიც კი არ არიან დაზღვეული", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.