უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ახლა დამოკიდებულია ალიანსის ოთხ წევრ ქვეყანაზე, რომელთაგან ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
„ალიანსის დაახლოებით ოთხი წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანია ნატოში“, - აღნიშნა კულებამ და დასძინა, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ „დაიწყო ყოყმანი“ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
20 აპრილს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვილნიუსის ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები ემზადებიან უკრაინის წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განსახილველად.