logo_geo
eng_logo
ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა
- +

2 მაისი. 2023. 20:11

პარლამენტმა მესამე მოსმენით 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, კანონპროექტით ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება ემატება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი.

ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner