გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, აშშ-მა და გერმანიამ ცოტა ხნის წინ დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულებების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატოს 2008 წლის დეკლარაციას.
ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო უნდა გაწევრიანდნენ ნატოში, მაგრამ არ არის მითითებული გაწევრიანების კონკრეტული ვადები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ მოუწოდა ნატოს, ვილნიუსის ივლისის სამიტზე გაუხსნას გზა უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად.