logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს
- +

2 მაისი. 2023. 21:18

შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე ეხმიანება კამპანიას, რომ თითქოს საქართველო ნატოსთან არ თანამშრომლობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო ნატოს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.

„საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, - წერს პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner