logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე სტუდენტებს შეხვდა
- +

2 მაისი. 2023. 21:43

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობასა და განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

სტუდენტებს მივაწოდე ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ მათთვის საინტერესო აქტუალური საკითხები“, - განაცხადა მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალგაზრდებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner