საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „მტკვარი" და „ყაზბეგი", ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (78 აბი) აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.