logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად მალე მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას. თითოეულ ასეთ მიმარ
- +

3 მაისი. 2023. 00:44

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატება საუკეთესო გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად.

რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები განიხილავენ კონტრშეტევას მომდევნო კვირებში. ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო ჯამში, მისი წარმატება ბრძოლის ველზე საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner