logo_geo
eng_logo
პარლამენტმა საქსტატის საბჭოს წევრების დასანიშნად, დადგენილების პროექტებს კენჭი უყარა
- +

2 მაისი. 2023. 23:10

პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა, საქსტატის საბჭოს წევრებად გიორგი ეზუგბაია (77 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და ოთარ ანგურიძე (75 ხმით) დანიშნოს.

საქსტატის საბჭოს წევრად წარდგენილმა მესამე კანდიდატმა, გიორგი მუხიგულიშვილმა 2 ხმა მიიღო.

საქსტატის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარდგენილი სამი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 3 აპრილის სხდომაზე განიხილა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner