logo_geo
eng_logo
პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა, საქსტატის საბჭოს წევრებად გიორგი ეზუგბაია (77 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და ოთარ ანგურიძე (75 ხმით) დანიშნოს. საქსტატის საბჭოს წევრად წარდგენილმა მესამე კანდიდატმა, გიორგი მუხიგულიშვილმა 2 ხმა მიიღო.
- +

2 მაისი. 2023. 23:11

პარლამენტმა კენჭი უყარა და 77 ხმით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო დოკუმენტს „საზღვაო შრომის კონვენცია“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს. სარატიფიკაციო დოკუმენტი საქართველოს მეზღვაურთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ის ხელს უწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას სერტიფიცირებისა და აღსრულების სისტემის გამოყენებით. ასევე ზრდის ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიტეტს საერთაშორისო საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიაში.

კონვენციის თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს. ასევე, მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედი სამსახურების, გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner