logo_geo
eng_logo
საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
- +

2 სექტემბერი. 2016. 12:32



საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 110.94 გრ ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.



შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6 890.35 ლარი შეადგინა.



საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6 890.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner