თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტი ფინალურ სტადიაშია.
მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მანმა" უკვე დაიწყო ავტობუსების დამზადება.
„ჩვენ მომდევნო კვირას ვეწვევით „მანის" ქარხანას, სადაც დავათვალიერებთ უშუალოდ წარმოების პროცესს და ამ წლის შემოდგომიდან ახალი ავტობუსები ქალაქში გამოჩნდება. შემდეგ, ეტაპობრივად 7 თვის განმავლობაში თბილისში ყველა ავტობუსი ჩამოვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტენდერის შედეგად დედაქალაქში 143 ახალი ავტობუსი ჩამოვა.