„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით, 12 საფეხურით დაწინაურდა.
როგორც ქადაგიძე წერს, მედიაგარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.
„დაწინაურდა და გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მალტა, საბერძნეთი, ისრაელი უკრაინა და ა.შ. ჰოდა, როდესაც მედიაპლურალიზმს გამოიყენებთ რადიკალები პოლიტიკური ინსინუაციებისათვის, ხანდახან გადახედეთ სტატისტიკას. რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბათ პროცესს, რეალობას ვერ შეცვლით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედიაგარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.