logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე NDI-ის კვლევაზე: „ქართულ ოცნებას“ 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს
- +

3 მაისი. 2023. 15:16

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

 

მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს.

 

„NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით: „ქართულ ოცნებას“ 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და 3.33-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად, ანუ „ქართულ ოცნებას“ 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner