„IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტრადიციისამებრ, „ქართული ოცნების“ რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა.
„ალთა-ბალთა კვლევები გრძელდება. IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი (5% უბოძეს, ესეც გაბერილი მაჩვენებელია). ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული IRI შედარებით გულუხვი იყო ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის პარტიისადმი, 14% დაუწერეს. ტრადიციისამებრ, „ქართული ოცნების“ რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. NDI-მ 20% გაიმეტა, IRI-მ - 19%. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში ფარსია, არასანდოა. მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია“, - წერს გია აბაშიძე.