„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ქადაგიძის თქმით, ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში.
„წყალწაღებულ ხაბეიშვილს ქვა აღმართში დაეწიაო, ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია ეს საცოდავი... ისე, როგორი პარადოქსია, როდესაც IRI ერთ ვერსიას გვთავაზობს და NDI მეორეს. ცოტა ახლო-ახლოს რომ დაეწერათ ციფრები, ვერა? ჰოდა... თუკი მაგ კვლევებით საზრდოობთ რადიკალები, დაკმაყოფილდით 5%-ს. ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა კი არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.