logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე NDI-ს კვლევაზე: წყალწაღებული ხაბეიშვილი ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია
- +

3 მაისი. 2023. 16:42

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ქადაგიძის თქმით, ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში.

 

„წყალწაღებულ ხაბეიშვილს ქვა აღმართში დაეწიაო, ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია ეს საცოდავი... ისე, როგორი პარადოქსია, როდესაც IRI ერთ ვერსიას გვთავაზობს და NDI მეორეს. ცოტა ახლო-ახლოს რომ დაეწერათ ციფრები, ვერა? ჰოდა... თუკი მაგ კვლევებით საზრდოობთ რადიკალები, დაკმაყოფილდით 5%-ს. ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა კი არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner