კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ფრენსის ფუკუიამას ინტერვიუს, რომელშიც იგი საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიზანმიმართული დაბრკოლებების შექმნაში. ფუკუიამას საპასუხოდ გოგა ხაინდრავა „ტვიტერში“ წერს.
„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ ბესტსელერი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“.
თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული წინასწარმეტყველება.
ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“ - წერს გოგა ხაინდრავა.