ჩუღურეთის რაიონში, ლარეხის N6-ში ავარიული ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ამ ეტაპზე 10 -მეტრიანი კედლის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 105 000 ლარია.