logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაიმ და ირაკლი ბერაიამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს
- +

3 მაისი. 2023. 18:31

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ხატია წილოსანი, ჰერმან საბო, ალექსანდრე ელისაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner