პაკისტანის ქალაქ მარდანში თვითმკვლელმა ტერორისტმა სასამართლოს შენობასთან თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
აფეთქებამდე ტერორისტმა სასამართლოს შენობაში ასაფეთქებელიც შეაგდო.
დაღუპულთა შორის არიან იურისტები, პოლიციის ოფიცრები და სამოქალაქო პირები.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.