logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- +

3 მაისი. 2023. 19:58

 

პარლამენტმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა და პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად, დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო.

კანონპროექტით წესრიგდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დარგის რეგულირებასთან და ზედამხედველობასთან, სახიფათო ტვირთთან, უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებასთან, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევასთან, მემანქანის მართვის მოწმობის გაცემასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები.

რეფორმის მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდა და განვითარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner