logo_geo
eng_logo
პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

3 მაისი. 2023. 20:26

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონს უმასპინძლა. რასაც წინ უძღოდა, გასულ კვირას, პაატა კვიჟინაძის და სელიმ ჩაკირის შეხვედრა, რომელიც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელია.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტებს. მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე პროგრამაზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა გასულ კვირას დაიწყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner