logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული
- +

3 მაისი. 2023. 23:23

"ჩვენ კარგად ვხვდებით თუ რა დონის კამპანია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი ხანია დაწყებულია. მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, თუმცა, არ გვაცნობეს ამის მიზეზი, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილებები. გულდასაწყვეტია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თუმცა ჩვენ კარგად ვხვდებით თუ რა დონის კამპანია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. საუბარია სტატუსის მოცემა-არ მოცემაზე. რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ამ სტატუსს იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე და თუ გავაკეთებთ შედარებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სტატუსი უკვე მიანიჭეს, პირველი საქართველო იყო, რომელიც ამ სტატუსს იმსახურებდა. მიუხედავად ამისა წარმოგვიდგინეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვასრულებთ. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული, შემდეგ კი ყველაფერი მათზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აცხადებს კალაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner