logo_geo
eng_logo
თბილისში 2010 წელთან შედარებით ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგებულია
- +

2 სექტემბერი. 2016. 13:11



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს შეეხება, განაცხადა, რომ თბილისში 2010 წელთან შედარებით ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგებულია და დღეისთვის საშუალოდ 400 000 მანქანა გაადადგილდება.



დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ, რომელიც თბილისის მერიამ დღემდე განახორციელა.



თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები. ის რეგულაციები და ინსტრუმენტები, რაც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გადაადგილების დროს დისკომფორტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner