logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: აღსანიშნავია ის სენსიტიური პოზიცია, რომელშიც საქართველო იმყოფება - რუსეთის მოსაზღვრე ბევრი ქვეყანა რთულ პოზიციაშია და უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ
- +

3 მაისი. 2023. 23:25

"შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. პარლამენტში დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის დასახმარებლად უამრავ ზომას მიმართავს, მათ შორის პოლიტიკური კუთხით", - ამის შესახებ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს განათლებას ბავშვებისთვის უკრაინულ ენაზე, ასევე საქართველომ უკრაინას გადასცა რამდენიმე ათეული გენერატორი.

„საქართველო იღებს უკრაინის მოქალაქეებს და საქართველოში შემოსულ უკრაინელებს საშუალება აქვთ საკუთარ შვილებს განათლება უკრაინულ ენაზე მიაღებინონ. საქართველოსგან უკრაინამ რამდენიმე ათეული გენერატორიც მიიღო. ასევე, ვაღიარებთ, რომ საქართველო ძალიან რთულ და უნიკალურ პოზიციაშია. მათ შორის, დედაქალაქიდან არცთუ ისე შორს რუსი სამხედროების ყოფნით, ასევე, რუსეთის ზედმეტად საშიში პოზიციით, როდესაც ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს ეხება საქმე. აუცილებლად აღსანიშნავია ის სენსიტიური პოზიცია, რომელშიც საქართველო იმყოფება. რუსეთის მოსაზღვრე ბევრი ქვეყანა რთულ პოზიციაშია და უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner