logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: მოხიბლული ვართ გატარებული რეფორმებით, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი
- +

3 მაისი. 2023. 23:26

"შემიძლია ვთქვა პოლიტიკურ თუ პრაქტიკულ დონეზე, ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში მხოლოდ გაღრმავდება," - ამის შესახებ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„ჩვენ ველით ნატოს სამიტს, რომელიც ივლისში გაიმართება. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე ის – როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს. საგულისხმოა ის პოზიტიური სიგნალები, რომლებიც თქვენგან მოდის, სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. საკმაოდ მოხიბლული ვართ გატარებული რეფორმებით, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მომავალში საქართველოში ნატოს მაღალი დონის ბევრი ვიზიტი იქნება, რადგან კონცენტრირებულები ვართ საქართველო ნატოს დავაახლოოთ. საბოლოოდ საქართველო ნატოს წევრი გახდება. სწორედ ეს იყო ალიანსის გადაწყვეტილება. საქართველოს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატოს საქართველოში ყველაზე აქტიური წარმომადგენლობა აქვს. ჩვენ ყოველდღიური, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ასე რომ შემიძლია ვთქვა პოლიტიკურ თუ პრაქტიკულ დონეზე, ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში მხოლოდ გაღრმავდება“, - აცხადებს აპატურაი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner