logo_geo
eng_logo
NDI-ის კვლევამ ოპოზიციის სავალალო მდგომარეობა გვაჩვენა - დავით ჩიხელიძე
- +

3 მაისი. 2023. 23:28

„NDI-ის კვლევამ ოპოზიციის სავალალო მდგომარეობა გვაჩვენა, არასიცოცხლის უნარიანი ოპოზიციის ყოფნა სასიხარულო არ არის, ოპოზიციამ წარმოებული პარაზიტული პოლიტიკით, პერსპექტივა გაინადგურა, სანუგეშოდ  „გარდასულ დღეთა მოგონებები" დარჩათ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერთა 20% „ქართული ოცნების“ პოტენციური მხარდამჭერია:

„ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, დანარჩენ ოპოზიციას 6%. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ 20%, მთლიანი ოპოზიცია 11%. სხვაობა შთამბეჭდავია. ოპოზიციისთვის ტრაგიკული არა ეს პროცენტული მაჩვენებელი, არამედ საკუთარ მომხრეებში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების არსებობაა, კერძოდ მათ შორის ვინც მხარს ოპოზიციას უჭერს, ყოველი მეხუთეს თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს! მსგავსი შედეგი არცერთ სხვა კვლევაში არ დაფიქსირებულა, ოპოზიციის მხარდამჭერთა 20% „ქართული ოცნების“ პოტენციური მხარდამჭერია. საგულისხმოა პრემიერ-მინისტრის მზარდი რეიტინგი, მოსახლეობის 61% პრემიერის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების კეთილგანწყობას და პრემიერის პრაგმატული, მშვიდობის პოლიტიკის მართებულობის აღიარებაა. არ დაგვავიწყდეს NDI-ის დაწერილი 61% რეალურ ცხოვრებაში 80%-ს ნიშნავს! ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები 29 აპრილის არჩევნებმა სანაგვეზე მოისროლა, რადგან არჩევნები ეს არის, ხალხის პოზიციის ფაქტობრივი დადასტურება, ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, „ოცნებამ“ ფაქტობრივად ყველა ოლქში 2021 წელს გამართულ არჩევნებზე მეტი ხმა აიღო (ხმა, არა პროცენტი) შეიძლება ითქვას, ცესკომ ყველაზე სანდო და საიმედი „კვლევა“ ჩაატარა!“  - წერს დავით ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner