logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინას შეუძლია და უნდა გახდეს ნატოს 33-ე წევრი
- +

4 მაისი. 2023. 01:30

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს შემდეგი წევრი უნდა გახდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს.

„გულწრფელად ვუსურვებ შვედეთს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს გაწევრიანების პროცედურა. თქვენთან ერთად ნატო შედგება 32 წევრისაგან. უკრაინას შეუძლია და უნდა გახდეს [ალიანსის] 33-ე წევრი. მე ასე ვფიქრობ და ამას ნამდვილად ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ იცის, რომ სანამ რუსული აგრესია გრძელდება, მისი ნატოში გაწევრიანების პროცედურის განხორციელება შეუძლებელია.

„მაგრამ არ არსებობს რაიმე დაბრკოლება ნატოში ჩვენი შესვლის ალგორითმთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner