logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს და არც მოსკოვს - ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით
- +

4 მაისი. 2023. 01:16

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე იბრძვის და თავს იცავს აგრესორი რუსეთისგან.

„ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს და არც მოსკოვს, ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის. ამიტომ, ჩვენ პუტინს თავს არ დავესხით, ამას საერთაშორისო ტრიბუნალს დავუტოვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner