logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე იბრძვის და თავს იცავს აგრესორი რუსეთისგან. „ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს და არც მოსკოვს, ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ
- +

1 მაისი. 2023. 01:48

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„[სამხედრო დახმარების] უახლესი პაკეტი დაეხმარება უკრაინას, გააგრძელოს გაბედულად საკუთარი თავის დაცვა რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის წინაშე. რუსეთს შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს. სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner