logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
- +

3 მაისი. 2023. 23:40

"დღეს ხალხს ხელისუფლება წარმოადგენს და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი, ყველას დამსახურება, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ის მესიჯი, რაც გააჟღერეს, რომ ქვეყანა სტატუსს თუ მიიღებს ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში იქნება, ხალხის დამსახურებაა - 2 თვის წინ ცუდი ხალხი იყო ქართველი ერი? ორი თვის წინ არტომ არ მისცეს სტატუსი? მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველანაირ ინფორმაციაზეა ხელმისაწვდომობა და ის წლები არ არის, როცა სააკაშვილის დროს კონკრეტული ორი მედიასაშუალება ფუნქციონირებდა და ყველას გვახსოვს ისიც, აქ როგორ შემოვარდნენ და ამ მხრივ რა ხდებოდა. ერთ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას და რეალობაზე ხელმისაწვდომობა უფრო ნაკლები იყო. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, უამრავი საშუალებაა ადამიანებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ყველა ვთანხმდებით, რომ მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თუ ამისთვის უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას, არ ვიცი...“, - აცხადებს კახა კალაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner